მედვედევი – რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მაგრამ ყირიმის დაბრუნებას არ აპირებს
რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მაგრამ ყირიმს ის საკუთრი ტერიტორიის ნაწილად თვლის. ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სლოვენიის მთავრობის მეთაურთან მიროსლავ ცერართან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები რუსულ და სლოვენიურ ბიზნესზე უარყოფითად აისახება, მაგრამ მათი გაუქმების ინიციატივა ევროკავშირიდან უნდა მოდიოდეს.
დიმტრი მედვედევი ამჟამად სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრები უკვე გამართა.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის გაზაფხულზე მოახდინა. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის მიერთებას არ აღიარებს და ამ ტერიტორიას უკრაინის ნაწილად მიიჩნევს. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ევროკავშირმა, აშშ-მ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები შემოიღეს.