ეგვიპტე სუეცის არხის მესამე ხაზის მშენებლობას გეგმავს

ახლო მომავალში სუეცის არხზე შიძლება მესამე ხაზიც გაჩნდეს. ამის შესახებ სუეცის არხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ადმირალმა მოჰაბ მამიშმა განაცხადა.
ეგვიპტეში სულ ცოტა ხნის წინ სუეცის არხის მეორე ხაზის მშენებლობა დასრულდა, კაირო კი უკევ ახალ ამბიციურ გეგმებზე საუბრობს – წითელი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელი მესამე ხაზის მშენებლობაზე. ეს ხაზი ცალკე კალაპოტი იქნება, მისი სიგრძე 9.5 კილომეტრს შეადგენს და გემები იქ ერთდროულად ორივე მიმართულებით შეძლებენ მოძრაობას.
სავარაუდოდ, სუეცის არხის ახალი ხაზის მშენებლობის დაწყების შესახებ განცხადება 6 აგვისტოს, არხის მეორე ხაზის გახსნის ცერემონიაზე გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ სუეცის არხის პირველი ხაზი 1869 წელს გაიხსნა. მეორე ხაზის მშენებლობა ა.წ. 25 ივლისს დასრულდა. ეს პროექტი ეგვიპტეს 8 მილიარდი დოლარი დაუჯდა. თუმცა ეს კაპიტალდაბანდება მალევე ანაზღაურდება, ვინაიდან არხის გამტარიანობა ორჯერ გაიზრდება – დღე-ღამეში ის 49 გემის ნაცვლად 97 გემის გატარებას შეძლებს. ამ უმნიშვნელოვანესი არტერიის ექსპლოატაციისგან კაირო წელიწადში 15 მილიარდ დოლარზე მეტს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები