ახალ ზელანდიაში დაკარგული კანადელების ცხედრები აღმოაჩინეს

ახალი ზელანდიის პოლიციის განცხადებით, მან ჩამოწოლილი ზვავის ქვეშ ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა, რომლებიც, სავარაუდოდ, ორ კანადელ სტუდენტს ეკუთვნის. თუმცა ოფიციალურ ამოცნობამდე პოლიცია ამას დაზუსტებით არ ასახელებს.
ახალი ზელანდიის სამართალდამცველთა ინფორმაციით, კანადელ ტურისტებთან კავშირი 7 ივლისს გაწყდა, როდესაც ისინი ახალი ზელანდიის ერთ-ერთი მწვერვალის დასალაშქრად გაემგზავრნენ.
დაღუპული სტუდენტები იდენტიფიკაციისთვის დასახლება ტე ანაუში გადაასვენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები