ებრაელმა პოლიციელებმა პალესტინელი მოკლეს

პალესტინელი არაბი, რომელიც ტერორიზმში იყო ეჭვმიტანილი, ქალაქ რამალას სიახლოვეს დაიღუპა. გამოცემა Walla-ს ცნობით, ებრაელი პოლიციელები და სამხედროები ექსტრემისტების დაკავების ოპერაციას ატარებდნენ, რომლებიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს, ხოლო მეორე, სამხედროების მოთხოვნის მიუხედავად, მიმალვას შეეცადა. სამხედროებმა მას ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც პალესტინელი ფეხში დაიჭრა, სახურავიდან გადმოვარდა და დაიღუპა. პალესტინური გამოცემა Maan-ის ინფორმაციით, დაღუპული 20 წლის მუჰამად აბუ ლატიფაა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დროს დასაკავებლად მიმდინარე ოპერაციისას ეს უკვე მეოთხე დაღუპული პალესტინელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები