ჩინეთში ქალი ესკალატორში ჩავარდა და დაიღუპა (+18 ვიდეო)

ჩინეთის ქალაქ ცზინჯოუში ტრაგედია მოხდა. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდა ქალი ესკალატორის მექანიზმში ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა იმ მომენტში მოხდა, როდესაც ქალი და ბავშვი ესკალატორით ამოდიოდნენ. ესკალატორიდან გადმოსვლის შემდეგ მისი ფეხების ქვეშ მეტალის ფირფიტა ამობრუნდა და ქალი ორმოში ჩავარდა. ბავშვი კი მაღაზიის თანამშრომლებმა გადაარჩინეს.
ვიდეოკადრები უსაფრთხოების კამერებმა გადაიღეს. ვიდეოზე ჩანს, რომ სავაჭრო ცენტრის თანაშრომლები ქალისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობენ, მაგრამ მათ ეს არ გამოსდით. ფაქტობრივად, ქალი მოძრავმა ესკალატორმა ჩაითრია.
ქალის ამოყვანა შემთხვევიდან მხოლოდ 3 საათში მოხერხდა, ამ დროს ის უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვალების მიზეზი ტრავმები და სისხლის დაკარგვა გახდა. მომხდართან დაკავშირებით მაღაზიის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები