თურქეთი და აშშ თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის შექმნაზე შეთანხმდნენ

აშშ-მ და თურქეთმა შეთანხმებას მიაღწიეს თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის შექმნის შესახებ, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ეს გეგმა მდინარე ევფრატის დასავლეთით 100 კილომეტრზე ისლამისტების განდევნას და სირიის ოპოზიციისთვის ალეპოს პროვინციის გადაცემას ითვალისწინებს. ასევე ამ ზონას თავი უნდა შეაფაროს 2-მა მილიონმა სირიელმა, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ამ გეგმის რეალიზების შემთხვევაში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავები სირიის სამთავრობო ძალების ავიაბაზებს მიუახლოვდებიან და ამით ამბოხებულთა ძალებს ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ხელს შეუწყობენ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის ავიაციამ ერაყსადა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა მუშათა პარტიის პოზიციები დაბომბა.
ასევე ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ინჯირლიკის ავიაბაზის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს „ისლამურ სახელმწიფოზე“ დარტყმების განსახორციელებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები