სომალიში ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა (ფოტოკოლაჟი)
სომალის დედაქალაქში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა “The Jazeera Palace Hotel-თან დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.
ტერაქტზე პასუხისგმებლობა საკუთარ თავზე უკვე აიღო ისლამისტურმა დაჯგუფება „აშ-შაბააბმა“, რომელმაც ის აფრიკული კავშირის და სომალის ჯარის მიერ „ბოევიკების“ წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების საპასუხოდ მოაწყო.
ამ თავდასხმამდე ეს სასტუმრო სომალიში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა. სომალის პრეზიდენტმა ხადსან შეიხ მუჰამუდმა ტერორისტული შეტევა დაგმო და განაცხადა, რომ „ხალხის არჩევანს, იცხოვროს მშვიდ ქვეყანაში, წინ ვერაფერი აღუდგება“.