მოსკოვში მეხის დაცემის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
მოსკოვში მამაკაცი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ რუსეთის საგამოძიები კომიტეტის წარმომადგენელმა იულია ივანოვამ განუცხადა.
მისი თქმით, ადგილზე გასულია გამომძიებელთა ჯგუფი და მიმდინარეობს ამ ფაქტის შემოწმება. „ინტერფაქსის“ ცნობით, ძლიერი წვიმის დროს სამი მუშა ხის ქვეშ დაიმალა, რომელსაც მეხი მოხვდა. ერთი ადამიანი დაიღუპა, დანარჩენი ორი არ დაშავებულა.