სტამბოლში შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა

სტამბოლში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებების დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა. „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, გაზის რაიონში პოლიციის ოფიცერს მუჰამათ ფათიხ სივრის მკერდში ცეცხლსასროლი ჭრილობა მიაყენეს, როდესაც ის საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებას აპირებდა. ამ წყაროს ცნობით, დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თურქეთში მდგომარეობა 20 ივლისს ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამწვავდა, რომელსაც 31 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დაიწყო „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და ქურთების მუშათა პარტიასთან დაკავშირებული პირების დასაკავებლად. დაპატიმრებულია 600-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები