ავღანეთში ქორწილში მომხდარ სროლას 21 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქორწილში მომხდარი სროლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. ბაგლანის პროვინციის გუბერნატორის ჯაუიდ ბაშარატის განცხადებით, ორმხრივი სროლა მამაკაცთა ორ ჯგუფს შორის მოხდა, რომლებიც ქორწილში დასახლება ანდარაბის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.
დაღუპულთა უმეტესობა 14-დან 60 წლამდე სტუმარია. მთლიანად ადგილობრივი მოლას შვილის ქორწილში 400 ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელის გულისტან კასანის განცხადებით, სროლაში მონაწილე დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.