უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილს ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამოურთეს
უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილის, 22 წლის ბობი კრისტინას ოჯახმა ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მისი გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. აპარატიდან კრისტინას გათიშვის გადაწყვეტილება ოჯახმა მას შემდეგ მიიღო, რაც ექიმებმა განაცხადეს, რომ ბობის გადარჩენის შანსი აღარ აქვს.
ბობი კრისტინა 31 იანვარს სახლში წყლით სავსე აბაზანაში აღმოაჩინეს. პოლიციას მიაჩნია, რომ ის წყლის ქვეშ 2-დან 5 წუთამდე იმყოფებოდა. მომხდარის მიზეზები უცნობია. გოგონას სხეულზე ტრავმები შეინიშნებოდა. ექიმებმა მისი რეანიმაცია შეძლეს, მაგრამ მას შემდეგ ბობი კრისტინა კომაში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ კრისტინას დედა ცნობილი მომღერალი უიტნი ჰიუსტინი 2012 წელს ნარკოტიკების ჭარბი დოზით გარდაიცვალა. ის ლოს-ანჯელესის სასტუმრო Beverly Hilton-ის ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს.