ლორდთა პალატის ვიცე-სპიკერი სექსსაღამოებისა და კოკაინის მოხმარების ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო გადადაგა

ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკოსი, ლორდთა პალატის ვიცე-სპიკერი ჯონ სიუელი თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი გაზეთ The Sun-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები და ვიდეოები გახდა, რომელზეც ის მეძავების გარემოცვაში იმყოფება და 10-ფუნტიანი კუპიურით კოკაინს ყნოსავს. გაზეთი წერს, რომ მიმდინარე წლის ივნისში ლორდთა პალატის 69 წლის ვიცე-სპიკერზე უკვე გავრცელდა ინფრომაცია სექსსაღამოებში მისი მონაწილეობის შესახებ.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაცით, ბედის ირონიით ლორდთა პალატაში ჯონ სიუელს სწორედ პალატის წევრთა სათანადო ქცევის გაკონტროლება ევალებოდა.
სიუელის მიმართ, რომელსაც მეუღლე და ოთხი შვილი ჰყავს, პოლიცია გამოძიებას ჩაატარებს. ამ ფაქტის კომენტირებისას გაზეთი The Sun-ი წერს, რომ ჯონ სიუელმა საკუთარი თავიც და პარლამენტიც შეარცხვინა. „ვესტმინსტერის სასახლე ზოგჯერ ისე გამოიყურება, თითქოს ეს იყოს ნეხვით სავსე უზარმაზარი ორმო, რომელშიც მორალური, ფინანსური და სექსუალური კორუფციაა გამეფებული“, – წერს გაზეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები