ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი ტერაქტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის შტატ პენჯაბში ავტობუსზე და პოლიციის განყოფილებაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო Asian News International-ი იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ოთხი შეიარაღებული პირი ავტობუსს და შემდეგ პოლიციის განყოფილებას ქალაქ დინა-ნაგარში დაესხნენ თავს. ეს ქალაქი პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა.
როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები იუწყებიან, თავდასხმის შედეგად ექვსი სამოქალაქო პირი და სამი პოლიციელი დაიღუპა. დაიჭრა ოთხი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები