ანგელა მერკელი ოპერის ყურებისას სკამიდან გადავარდა

ქალაქ ბაიროითის ყოველწლიურ ფესტივალზე ანგელა მერკელი სკამიდან გადავარდა. გერმანიის კანცლერი ოპერაში, “ტრისტანი და იზოლდას” პრემიერას ესწრებოდა. ამის შესახებ გამოცემა “ბილდი” იუწყება. მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ ანგელა მერკელს გული წაუვიდა და სკამიდან ნელ-ნელა ჩაცურდა, თუმცა, გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გეროგ შტრაიტერმა ეს ინფორმაცია უარყო და დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
როგორც მოგვიანებით პრესას განუცხადეს, კანცლერის სკამიდან გადავარდნის მიზეზი თავად გატეხილი სკამი შეიძლება ყოფილიყო. მერკელმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპერა ძალიან მოეწონა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები