კამერუნში აფეთქებას ცხრამეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
კამერუნის ჩრდილოეთ ნაწილში ტერაქტი მოხდა, რომელმაც ცხრამეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც უცხოური მედია ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ცხრამეტი წლის თვითმკვლელმა ტერორისტმა გოგონამ აამოქმედა.
ბომბი პონტვერის რაიონში მდებარე კაფესთან ამოქმედდა. არიან დაშავებულებიც. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში ორმოცამდე ადამიანი გადაიყვანეს.