ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანია დაკავებული
თურქეთის პოლიციამ რამდენიმე ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა.
როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმათ დავუთოღლუმ განაცხადა, დაკავების ოპერაცია თურქეთის 22 პროვინციაში ტარდება.
„600-მდე ადამიანია დაკავებული, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, პარასკევს თურქეთის უსაფრთხოების ორგანოებმა “ისლამური სახელმწიფოს” ქურთთა მუშათა პარტიისა და რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის – ფრონტის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.