ჩინეთში მამაკაცს თვითმფრინავის ჩამოგდება სურდა
ჩინეთში, სამგზავრო თვითმფრინავში მამაკაცმა ხანძარი გააჩინა, რის შედეგადაც თვითმფრინავის ჩამოგდება სურდა. ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ქალაქ გუანჩჟოუში დასაშვებად ემზადებოდა. ინციდენტისას ლაინერში 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
დამნაშავემ ხანძარი სანთებელითა და საწვავი სითხით გააჩინა. თვითმფრინავში მყოფებმა მამაკაცის გაუვნებელყოფა შეძლეს და ხანძარიც ჩააქრეს. ინციდენტისას ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ჩამოფრენისთანავე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმფრინავის ბორტზე სანთებლებისა და ადვილადაალებადი ნივთიერებების შეტანა აკრძალულია.