ყირიმში ჩასულ ფრანგ დეპუტატებს უკრაინაში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უხლოეს მომავალში მიმართავს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს ქვეყნის ტერიტორიაზე საფრანგეთის სენატის წევრებისთვის შემოსვლის აკრძალვის მოთხოვნით. ეს აკრძალვა 10 ფრანგ დეპუტატს შეეხება, რომლებიც ამ დღეებში ყირიმში იმყოფებოდნენ.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ეს ვიზიტი კიევთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„ტოლერანტობა – მნიშვნელოვანი ევროპული ფასეულობაა. ამასთანავე, მე მიმაჩნია, რომ მათ, ვინც არღვევს უკრაინის კანონებს, ჩვენს ქვეყანაში არაფერი ესაქმებათ“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა.
კლიმკინმა აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი „ანტიამერიკულ ნიშაზე სპეკულაციას“ წარმოადგენს. მან ასევე გაიხსენა, რომ ამ დელეგაციის ზოგიერთი წევრი სირიის პრეზიდენტთან – ბაშარ ასადისთანაც ჩავიდა. პაველ კლიმკინმა საფრანგეთის სენატის დელეგაციას „ექსტრემალი ტურისტები“ უწოდა.