„ქურთების მუშათა პარტია“ ანკარასთან სამშვიდობო შეთანხმების შეწყვეტაზე საუბრობს

„ქურთების მუშათა პარტიის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერაყში მათ ბანაკებზე თურქეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ისინი ანკარასთან სამშვიდობო შეთანხმებას ძალადაკარგულად თვლიან. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
თურქეთის საჰაერო ძალებმა ქურთების პოზიციები დღეს დაბომბეს. მანამდე კი თურქეთის ხელისუფლებამ სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმების შესახებ განაცხადა. ეს ოპერაცია 24 ივლისს თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი შეტაკების შემდეგ დაიწყო, რომლის დროსაც თურქი სამხედრო დაიღუპა.
პარალელურად კი თურქეთში 250 ადამიანი იყო დაკავებული, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და „ქურთების მუშათა პარტიასთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები