პაკისტანში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა
სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა პაკისტანში დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად. სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, სამივე ადამიანი ქალაქ აბოტაბადში ბიძგების შედეგად ჩამოშლილი სახლის ნანგრევებში მოყვა.
ადგილობრივი სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას შეადგენდა. მისი ეპიცენტრი პაკისტანის დედაქალაქიდან 23 კილომეტრში მდებარეობდა.