ჯონ კერი – ისრაელის შესაძლო დარტყმები ირანის ბირთვულ ობიექტებზე უდიდესი შეცდომა იქნებოდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ტელეარხ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი უდიდეს შეცდომას დაუშვებს.

როგორც კერიმ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, სამხედრო ან კიბერშეტევა ირანის სამხედრო ობიექტებზე ისრაელის მხრიდან უდიდესი შეცდომა იქნება, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება.

ანალიტიკური ჯგუფის „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ სხდომაზე გამოსვლისას ჯონ კერიმ განაცხადა, რომ თუ აშშ-ს კონგრესი „ექვსეულსა“ და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებას უარყოფს, მსოფლიო ამაში ისრაელს დაადანაშაულებს. ამის შემდეგ ისრაელის იზოლაცია გაძლიერდება, აშშ-ს საგარეოპოლიტიკური პოზიციები კი შესუსტდება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა, ასევე რუსეთმა და ჩინეთმა ირანთან ბირთვულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელზე ეს დოკუმენტი არ ვრცელდება. „ეს ძალიან ცუდი შეთანხმებაა. ირანის ლიდერებმა უკვე განაცხადეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სანქციებს აუქმებს, ირანი კი ბირთვულ პროგრამას ინარჩუნებს. 10 წლის შემდეგ ეს ტერორისტული რეჟიმი კიდევ უფრო სახიფათო გახდება – მას ხომ ატომური ბომბი ექნება“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები