რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, სამარის ოლქში „იაკ-52“-ის მარკის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, თვითმფრინავი სამარის ოლქში კერძო სახლის ბოსტანში ჩავარდა, მიწაზე არავინ დაშავებულა.
ამჟამად დაღუპულთა ვინაობა დგინდება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიცია და სამაშველო სამსახურები.
„იაკ-52“ ორადგილიანი თვითმფრინავია, რომელიც, ძირითადად, დამწყები პილოტების მომზადებისთვის გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები