სააკაშვილმა ოდესის ოლქის ოთხი რაიონის ხელმძღვანელი წარადგინა

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოთხი რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წარადგინა, რომლებმაც კონკურსში გაიმარჯვეს.
გამოცემა „დუმსკაიას“ ინფორმაციით, ოვიდიოპოლის რაიონს ალექსეი სმოლიარი უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე გემის კაპიტნის თანამდებობაზე მუშაობდა. საზღვაო აკადემიის გარდა, სმოლიარმა სახელმწიფო მმართველობის ოდესის რეგიონული ინსტიტუტიც დაამთავრა.
იზმაილის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 57 წლის ვალენტინა სტოიკოვა გახდება, რომელიც მეწარმეების მხარდაჭერის ფონდს ხელმძღვანელობდა.
კიდევ ორი რაიონის ხელმძღვანელი, რომლებიც არ სახელდებიან, რომან ფილინიუკი და არსენ ჟუმადილოვი არიან. ფილინიუკმა უმაღლესი განათლება საფრანგეთში მიიღო და იქ ბიზნესით იყო დაკავებული. ჟუმადილოვი კი ყირიმელი თათარია, მას ლონდონის ეკონომიკის სკოლა აქვს დამთავრებული. აქამდე ის ყირიმელი თათრების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებულის ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ახალ თანამდებობაზე სააკაშვილის მუშაობის კომენტირებისას პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, რომ ის „უკრაინის მტრებისთვის ძალზე უსიამოვნო ადამიანია, ძალზე მძიმეა კორუფციონერებისთვის, მაგრამ უკრაინის ხელისუფლების ძალზე ეფექტური წარმომადგენელია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები