იემენში საუდის არაბეთის ავიაციის დარტყმის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა

იემენის წყაროების ცნობით, საუდის არაბეთის ავიაციის დარტყმების შედეგად ტაიზის პროვინციაში 120 მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 150-მა ჭრილობა მიიღო.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიაციამ საზღვაო ქალაქი მოხა დაბომბა, იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ადამიანთა უმეტესობა სწორედ ხანძარს ემსხვერპლა.
ასევე პროვინცია ტაიზში შეტაკება მოხდა ამბოხებულ ხუსიტებსა და ადგილობრივ მოხალისეებს შორის. დაღუპულია 9 ხუსიტი და 7 მოხალისე.
იემენში 2014 წლის ბოლოდან სამოქალქო ომი მიმდინარეობს. 2015 წლის მარტიდან კი კონფლიქტში საუდის არაბეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ჩაერთო, რომლებიც ამბოხებული ხუსიტების პოზიციებზე ავიადარტყმებს ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები