გერმანიის პროკურატურა რუს ფიზიკოსს ჯაშუშობაში ადანაშაულებს

გერმანიის გენერალური პროკურატურა რუსი ფიზიკოსის საქმიანობას იძიებს. „შპიგელის“ ინფორმაციით, ადამიანი, რომლის სახელი არ საჯაროვდება, ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გამოცემა წერს, რომ 2009-2011 წლებში კვანტური ოპტიკის 28 წლის სპეციალისტი ქალაქ ერლანგენის შუქის ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა. 2013 წელს კი ის სამუშაოდ ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენის ტქნიკურ უნივერსიტეტში გადავიდა.
სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ ფიზიკოსი 2014 წელს აღმოჩნდა, როდესაც გერმანიიდან ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოს თანამშრომელი გააძევეს, რომელიც ასევე ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილი. მასზე თვალთვალის დროს გერმანელმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ საკონსულოს თანაშრომელი თვეში ერთხელ ქალაქ ახენში მიდიოდა, სადაც რუს ფიზიკოსს ხვდებოდა. 2014 წლის ივლისში ფიქიკოსი დიუსელდორფის აეროპორტში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.
რუსი მეცნიერი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრადლებას უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები