ავსტალიაში ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაივერი დაიღუპა

ავსტრალიაში ზვიგენმა დაივერი მოკლა. ამის შესახებ გამოცემა The Sydney Morning Herald-ი იუწყება. ინციდენტი კუნძულ მარია -აილენდზე მოხდა, რომელიც ტასმანიიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.
დაღუპული დაივერი ზღვის ბიბილოებს აგროვებდა. ზვიგენის თავდასხმის დროს ამავე რაიონში კიდევ 20 მყვინთავი იმყოფებოდა, რომლებიც ასევე ბიბილოებს აგროვებდნენ.
ადგილობრივი რეინჯერების ინფორმაციით, ამ რაიონში 5-მეტრიანი თეთრი ზვიგენი შეამჩნიეს, რომელიც ერთ – ერთ ყველაზე აგრესიულ ზვიგენად ითვლება. პოლიცია დაივერებს ურჩევს, წყლისგან რაც შეიძლება შორს დაიჭირონ თავი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები