უკრაინაში კომუნისტებს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ განაცხადა, რომ კომუნისტებს 24 ივლისიდან ყველა დონის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ეკრძალებათ. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს მოთხოვნა შეესაბამება ადგილობრივი არჩევნების შესახებ კანონს, ასევე უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონს, რომელსაც უახლოეს მომავალში პრეზიდენტმა პოროშენკომ ხელი უნდა მოაწეროს.
პეტრენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის კომუნისტები კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს არღვევენ.
უკრაინის კომუნისტური პარტიის ლიდერმა პეტრე სიმონენკომ უკვე განაცხადა, რომ ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, კომუნისტები არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები