თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელეს
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებულ ფორმირებებზე ავიადარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი იუწყება. შეტევა თურქეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურშიც დაადასტურეს. ასევე იქ განაცხადეს ისლამისტების და ქურთების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციაზეც, რომლის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
თურქული ტელეარხ NTV-ს ცნობით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა დარტყმები ექსტრემისტების მომზადების ბანაკებზე განახორციელეს. თურქული მედია მას ოპერაციის „მეორე ტალღას“ უწოდებს.
წინა დღეს თურქეთის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის თვითმფრინავებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს. ანკარაში განაცხადეს, რომ შეტევა 13 წუთს გრძელდებოდა და დაბომბვის შედეგად „ბოევიკების“ შტაბი და მათი შეკრების ადგილი იყო განადგურებული. ოპერაცია საზღვრისპირა შეტაკებებზე პასუხი იყო, რომლის შედეგად ერთი თურქი სამხედრო დაიღუპა.
პარალელურად, 24 ივლისს თურქმა სამართალდამცველებმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ექსტრემისტული ორგანიზაციების წევრების დაკავება დაიწყეს. ხელისუფლებამ ინფორმაცია გაავრცელა 250 ადამიანის დაკავების შესახებ, რომელთა შორის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხალის ბაიანჩუკი იყო. ის სტამბოლში ცხოვრობდა და ტერორისტების საქმიანობის კოორდინაციას ეწეოდა.