ლოს-ანჯელესში პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელმაც პისტოლეტიდან სროლა ატეხა

აშშ-ს ქალაქ ლოს-ანჯელესის პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი მოკლეს, რომელმაც ჰოლივუდის მახლობლად მდებარე სტუდიო-სიტიში უმისამართო სროლა ატეხა. ამის შესახებ ტელეკომპანია CBS ქალაქის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებს მოქალაქეებმა დაურეკეს და „პისტოლეტიანი მამაკაცის“ შესახებ შეატყობინეს. როდესაც პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მივიდნენ, მათ მამაკაცი დაინახეს, რომელიც პისტოლეტით ჰაერში ისროდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციის მისვლის მიუხედავად, მამაკაცი სროლას განაგრძობდა და იარაღის დაგდების მოთხოვნას არ დაემორჩილა. ამის შემდეგ პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა მას ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები