ყაზახეთში მომხდარ ავტოავარიას 9 ადამიანი ემსხვერპლა

ყაზახეთში, ალმა-ატის ოლქში მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების შეჯახების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ქალაქ ტალგართან Mitsubishi Lancer-ის მარკის ავტომობილი, რომელშიც წესების დარღვევით 10 ადამიანი იჯდა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა, სადაც სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი 9 ადამიანი, მათ შორის მძღოლი, დაიღუპა, ხოლო ერთი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ასევე დაშავდნენ სატვირთო მანქანის მძღოლი და ერთი მგზავრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები