იაპონურმა Nikkei Inc-მა გაზეთი „ფაინენშალ ტაიმსი“ შეიძინა

იაპონურმა კომპანია Nikkei Inc-მა ბრიტანულ კომპანია Pearson-გან 1 მილიარდ 300 მილიონ დოლარად FT Group შეიძინა, რომლის მთავარი აქტივი გაზეთი „ფაინენშალ ტაიმსია“. მფლობელის შეცვლის შემდეგ ბრიტანული გაზეთი საგანმანათლებლო ბიზნესზე გაამახვილებს ყურადღებას.

„ფაინენშალ ტაიმსი“ 1888 წელს შეიქმნა, ის Pearson-ის მფლობელობაში ბოლო 60 წელი იყო. იაპონური Nikkei კიდევ უფრო ხანდაზმული კომპანიაა, ის 1976 წელს შეიქმნა, როდესაც Domestic and Foreign Price News-ის პირველი ნომერი გამოვიდა. კორპორაცია Nikkei-ის მთავარი ბიზნესი საქმიანი გამოცემების პუბლიკაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები