ბელორუსმა ჟურნალისტმა საპრეზიდენტო არჩევნებში კატის დარეგისტრირება სცადა

ბელორუსიაში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ცენტრალური საარჩევნი კომისიის შენობასთან კატა მიიყვანა და განაცხადა, რომ სურს მისი დარეგისტრირება საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. არც ჟურნალისტი, არც მისი კატა კომისიის შენობაში არ შეუშვეს.

ამ ფაქტის კომენტირებისას ბელორუსიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლიდია ერმოშინმა ამ ინიციატივას „სულელური ხუმრობა“ და „მოძველებული თევზი“ უწოდა.

„მე ამ ფაქტს შეურაცხყოფად ან საარჩევნო პროცესის დევალვაციის მცდელობად არ ვაფასებ. ეს უბრალო ხუმრობაა, რომელმაც მე პირადად არ გამაცინა“, – განაცხადა ერმოშინამ. ამასთანავე, ბელორუსიის ცესკოს თავმჯდომარემ ინგლისელი მწერლის ჯონ ბრეინის რომანი „გზა სიმაღლისკენ. ცხოვრება სიმაღლეზე“ გაიხსენა, სადაც ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ მისი პარტიის პოზიცია ოლქში იმდენად ძლიერია, რომ მას შეუძლია არჩევნებში კატასაც კი გაამარჯვებინოს.

ბელორუსიის პრეზიდენტის არჩევნები 2015 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც ბელორუსიის სათავეში 1994 წლიდან იმყოფება, კენჭისყრას კვლავ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები