თურქეთის სასტუმროში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, პროვინცია ალეზიგში სასტუმროში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

Hurriyet Daily-ს ინფორმაციით, აფეთქების მიზეზები უცნობია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საავარიო სამსახურების თანამშრომლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს იმ შემთხვევისთვის, თუ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. გამოცემის ინფორმაციით, ოთახში, სადაც აფეთქება მოხდა, საწვავით სავსე ბოთლებია აღმოჩენილი.

შეგახსენებთ, რომ მთელი თურქეთის მასშტაბით დღეს „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივისტების დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები