რუსეთი ყველაზე საშიში ქვეყნების ათეულში მოხვდა

რუსეთი უსაფრთხო და მშვიდობის მოყვარულ ქვეყნებს შორის ჩამონათვალში ბოლოდან მეათე ადგილზე მოხვდა. ეს სია მშვიდობის ინსტიტუტის საერთაშორისო ჯგუფმა შეადგინა.

Global Peace Index-ის რეიტინგში რუსეთის ფედერაცია ჩრდილოეთ კორეას და ნიგერიას შორის აღმოჩნდა. ყველა საშიშ ქვეყანად სირიაა აღიარებული, ხოლო მას ერაყი და ავღანეთი მოყვება.

ყველაზე საშიშ ათეულში შევიდნენ ასევე სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სომალი, სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და პაკისტანი.

ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად აღიარებულია ისლანდია. მეორე ადგილზე გავიდა დანია და მესამეზე – ავსტრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები