ჩინეთში ქირურგმა გულის ოპერაცია, საკუთარი აორტის დაზიანების მიუხედავად, დაასრულა

ჩინელმა ქირურგმა ქალაქ ცზინცზიანში გულის საკმაოდ რთული ოპერაცია წარმატებით დაასრულა, იმის მიუხედავად, რომ თავად ექიმს ოპერაციის დროს აორტა დაუზიანდა. ამის შესახებ ჩინური მედია იუწყება.

49 წლის ექიმი ხუ ფანბინი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი კლინიკის ქირურგიული განყოფილების გამგეა, მოხუც პაციენტს მიოკარდიუმის ინფარქტის ოპერაციას უტარებდა. სწორედ ამ დროს ქირურგმა მკერდის არეში სერიოზული ტკივილი იგრძნო.

ოპერაციის დროს ქირურგის გამოსვლა შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობისთვის საშიში ყოფილიყო. ამიტომ ხუ ფანბინს ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს და მან ოპერაცია გააგრძელა. მხოლოდ ბოლო ნაკერის დადების შემდეგ ექიმმა კოლეგებს უფლება მისცა, რომ მისი მდგომარეობა გამოეკვლიათ.

კარდილოგს გულის აორტის ანევრიზმა დაუდგინდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ის 12 საათს გაგრძელდა და გართულების გარეშე დასრულდა. გმირ ქირურგს მისივე თეძოდან 15-სანტიმეტრიანი სისხლძარღვი გადაუნერგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები