თურქეთში ისლამისტებისა და ქურთების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს

თურქეთის მთელ ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ და ქურთთა მუშათა პარტიის აქტივისტების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მხოლოდ სტამბოლში მასში პოლიციის და სპეცდანიშნულების რაზმის 5000 თანამშრომელი მონაწილეობს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, სტამბოლში ქურთთა მუშათა პარტიის ახალგაზრდული ფრთის და მემარცხენე რადიკალური დაჯგუფებების წარმომადგენლები დააკავეს.

ისლამისტების და ქურთების აქტივისტების დაკავება მოხდა ასევე ანკარაში, იზმირში და სირიის საზღვრის სიხლოვეს. წინასწარი ინფორმაციით, საერთო ჯამში, დაკავებულია 251 ადამიანი.

პარალელურად თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს. წინა დღეს კი თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქ სამხედროებს და ისლამისტებს შორის შეტაკება მოხდა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ თურქეთის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები 20 ივლისს ქალაქ სურუჩში მომხდარ ტერაქტს ასახელებენ. მაშინ თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები