ჩინეთში 3D პრინტერის მეშვეობით სახლს 3 საათში აშენებენ (ფოტოკოლაჟი)
3D ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით, ჩინეთში საცხოვრებელი სახლი 3 საათში ააგეს. ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად მისი კვადრატული მეტრის ფასი მხოლოდ 560 დოლარს შეადგენს.
„3D პრინტერის ვილა“ ცალკეული მოდულებით არის აგებული, რომელთა „დაბეჭდვა“ ფაბრიკაში ხდება. სახლის ნაწილებში ელექტროგაყვანილობა, წყალსადენი, სანტექნიკა და ავეჯი შედის. მშენებლობის ადგილზე სახლის ნაწილების მიტანის დროს ის 90%-ით უკვე მზად არის. სახლის ფრაგმენტები სპეციალური მასალისგან „იბეჭდება“, რომლის შემადგენლობა გასაიდუმლოებულია. ამის გამო სახლს კარგი თბოიზოლაცია გააჩნია. ეს მასალა საწარმოო და სოფლის მეურნეობის ნარჩენებისგან არის შექმნილი. „დაბეჭდილმა“ სახლმა შეიძლება 9 მაგნიტუდის მიწისძვრას გაუძლოს.