აშშ-ში ჰაკერობისთვის ესტონეთის სამ მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს
ესტონეთის სამ მოქალაქეს აშშ-ს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა კომპიუტერებში უკანონო შეღწევის გამო. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება. 35 წლის ტიმურ გერასიმენკოს სასამართლომ ოთხი წელი მიუსაჯა, 37 წლის დიმიტრი ეგოროვს – სამი წელი და რვა თვე და 31 წლის კონსტანტინე პოლტოვს – სამი წელი და ოთხი თვე. სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ჰაკერები მსოფლიოს 100 ქვეყანაში 4 მილიონი კომპიუტერის დავირუსებაში მონაწილეობდნენ.
ესტონეთმა ეს პირები 2014 წელს აშშ-ს გადასცა. მანამდე თავად ესტონეთის სასამართლომ მათ მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.