კიევის ცენტრში „უკრინბანკის“ ფილიალი ააფეთქეს

კიევის ცენტრში „უკრინბანკის“ ფილიალში აფეთქება მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობმა მამაკაცმა ბანკს ყუმბარტმყორცნიდან ესროლა.
„მამაკაცს შავი ფორმის ტანსაცმელი ეცვა. მან სახლს ყუმბარმტყორცნიდან ესროლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, – დაწერა ტვიტერში რეპორტიორმა დიმიტრი ლებედევმა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი გვიან საღამოს ბანკთან „ტავრიის“ მარკის მანქანით მივიდა და ყუმბარმტყორცნით შენობის მეოთხე სართულს ესროლა. საპატრულო სამსახურის თანამშრომლები აფეთქების ადგილას ორ წუთში მივიდნენ. ბოროტმოქმედმა მიმალვა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები