თურქეთის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე ავიადარტყმები განახორციელეს

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე პოზიციაზე ავიადარტყმები განახორციელეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თურქეთის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით ავიადარტყმები „ბოევიკების“ პოზიციებზე თურქეთის საჰაერო სივრციდან განხორციელდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თურქეთის საჰაერო ძალებმა სირიის ტერიტორია დაბომბეს.
23 ივლისს ანკარაში უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალური თათბირი გაიმართა თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს ხელმძღვანელობით. 10 ივლისს სირიის საზღვართან მდებარე თურქეთის ქალაქ სურუჩში ტერაქტი მოხდა. აფეთქების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს თავდასხმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები