საფრანგეთში ფერმერების აქცია მიმდინარეობს

ფრანგი ფერმერები, რომლებიც მეცხოველეობით არიან დაკავებულები, საპროტექტო აქციებს განაგრძობენ და სახელმწიფოსგან კრიზისის დასაძლევად ფინანსურ დახმარებას ითხოვენ. ფერმერებმა ქალაქ ლიონსა და კლერმონ-ფერანთან გზები გადაკეტეს.
ზოგიერთი ფერმერი აცხადებს, რომ გაკოტრების პირას არის. ღორის, საქონლის ხორცზე და რძეზე ფასების შემცირება ჩინეთის მხრიდან მოთხოვნილების კლებამ, რუსეთის ემბარგომ და უკრაინის სიტუაციამ გამოიწვია.
აქციის მონაწილეები მსხვილი სავაჭრო ქსელების მხრიდან შესყიდვის ფასების ზრდას მოითხოვენ. ფერმერები ამბობენ, რომ სახელმწიფომ ტარიფებზე მიმდინარე მოლაპარაკებას უფრო აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი.
საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ფერმერების დასახმარებლად 600 მილიონ ევროს გამოყოფს. ასევე იმ ფერმერებისთვის, ვინც განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, გადასახადები შემცირდება. ამასთანავე, ფერმერები ამბობენ, რომ ამ ზომების დიდი ნაწილი 2016 წელს განხორციელდება, მაშინ, როდესაც ისინი გადასახადებთან დაკავშირებულ პრობლემებს უკვე მიმდინარე წელს განიცდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები