თეთრი სახლი გუანტანამოს ციხის დახურვის კანონპროექტის მომზადებას ასრულებს

აშშ-ს თეთრი სახლის ადმინისტრაცია ასრულებს გუანტანამოს ციხის დახურვის კანონპროექტის მომზადებას. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯოშ ერნესტის თქმით, ადმინისტრაცია გუანტანამოდან სხვა ციხეებში პატიმრების გადაყვანის ფინალურ ეტაპზე იმყოფება და მას მალე კონგრესს წარუდგენს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გუანტანამოს ციხის დახურვის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩად ლი ვოლოსკი დანიშნა. ახალი ელჩი ციხის დახურვის მიმართულებით იმუშავებს, „აშშ-ს ინტერესების და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე“.
გუანტანამოს ციხის დახურვა, ასევე ავღანეთიდან და ერაყიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას წინასაარჩევნო დაპირება იყო. გუანატანამო აშშ-ს სამხედრო ბაზაა კუბაში. ამ სამხედრო ობიექტზე დახურული ციხე მდებარეობს, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშევეები იმყოფებიან. გუანტანამოს ციხეში პატიმრების დამცირების და შეურაცხყოფის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა. ამის გამო აშშ-ს ხელისუფლებამ მისი დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები