ნილოსში კატარღისა და სატვირთო გემის შეჯახების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის დედაქალაქში, მდინარე ნილოსში მცირე ზომის გასასეირნებელი ნავისა და სატვირთო გემის შეჯახების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.
შეჯახების მომენტში კატარღის ბორტზე 30 ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად – ქალები და ბავშვები, რომლებიც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
მაშველებმა მხოლოდ 5 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ასევე ნაპოვნია 14 ცხედარი, დანარჩენები დაკარგულებად ითვლებიან.
ნილოსში გემების შეჯახება საკმაოდ ხშირად ხდება. ხშირ შემთხვევაში კატარღების და ნავების მფლობელები უსაფრთხოების ელემენტარულ წესებს არ იცავენ. თუმცა ამჯერად შეჯახებაში სატვირთო გემის კაპიტანია ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები