ჩინეთის პოლიციამ პეკინში „სპარტელები“ დააკავა (ფოტოკოლაჟი)

პეკინის პოლიციამ სპარტელების ტანისამოსში გამოწყობილი ათეულობით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. China Daily-ის ინფორმაციით, ქუჩაში 100-დე ნახევრად შიშველი „სპარტელის“ გამოჩენის შესახებ პოლიციას ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა.
ამის შემდეგ პოლიციელები ადგილზე მივიდნენ და გაარკვიეს, რომ ეს აქცია ერთ-ერთი ადგილობრივი რესტორნის მეპატრონემ მოაწყო. როდესაც სამართალდამცველებმა „მეომრების“ დაკავება სცადეს, მათმა ნაწილმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ეს პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს, ვინაიდან აქცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.
„სპარტელების“ „გმირობის“ ამსახველი ფოტოები ჩინეთის სოცილურ ქსელებში მალევე გავრცელდა. მომხმარებლები ამ ფაქტს არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგს მიაჩნია, რომ პოლიციამ ყველაფერი სწორად გააკეთა, სხვები კი ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს, ვინაიდან „სპარტელები“ არაფერს აშავებდნენ.

11733246_10204340010572002_1399679901_n (1) 11733246_10204340010572002_1399679901_n 11749695_10204340010852009_1688580808_n 11753859_10204340010732006_1643777662_n 11759519_10204340010492000_558963781_n 11774788_10204340011052014_1578005581_n 11787214_10204340010692005_1498703175_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები