ოკლაჰომის შტატში ორმა მოზარდმა ხუთი ადამიანი მოკლა

აშშ-ს ოკლაჰომის შტატის ქალაქ ბროუკენ ეროუში დაკავებულია ორი მოზარდი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ოჯახის ხუთი წევრის მკვლელობაში. ამსი შესახებ NBC News-ი იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, შეტყობინება დანაშაულის შესახებ გვიან ღამით შევიდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ხუთი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ცნობილი გახდა, რომ დანაშულის მომენტში სახლში ორი ბავშვი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დანაშულში ეჭვმიტანილი 16 და 18 წლის მოზარდები იმ ადგილის სიახლოვეს იყვნენ დაკავებულები. სამართალდამცველთა თქმით, ასეთი დანაშაული პატარა ქალაქისთვის, რომლის მოსახლეობა 100 ათას ადამიანს შეადგენს, უპრეცედენტო შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები