საბრძნეთის პარლამენტმა რეფორმების მეორე პაკეტს მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა მეორე კანონს დაუჭირა მხარი, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო კრედიტორებთან ახალი საკრედიტო პროგრამის შეთანხმების გასაფორმებლად. პროგრამა 3-წლიანია და საბერძნეთისთვის 86 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

რეფორმების პაკეტს 300 დეპუტატიდან 230-მა მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის 30-მა წევრმა სამთავრობო ინიციატივას ხმა არ მისცა.

ცვლილებები შედის სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომელიც სასამართლო პროცესების მიმდინარეობას ამარტივებს. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საიპოთეკო კრედიტების გამო სახლების და ბინების აუქციონზე გაყიდვას. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის ევკლიდის ცაკალოტოსის განცხადებით, მოლაპარაკება კრედიტორებთან 24 ივლისს დაიწყება და აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები