ჩინეთში პოლიციელი „დრონების“ ქვედანაყოფი შეიქმნა (ფოტოკოლაჟი)

ჩინეთის ქალაქ ნანკინში პოლიციელი „დრონების“ ქვედანაყოფი შეიქმნა. პოლიციის ექვსმა ოფიცერმა „დრონების“ მართვის კურსები უკვე გაიარა. მთლიანად ამ ქვედანაყოფში შვილი „დრონი“ იქნება გამოყენებული.
ნანკინის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს განცხადებით, უპილოტო კვადროკოპტერები გამოყენებული იქნება მასობრივ საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დაკვირვების დროს, ასევე სამძებრო ოპერაციების და საგანგებო სიტუაციებში დახმარების აღმოჩენის პროცესში.
„დრონები“ გასული წლიდან მსოფლიოში განსაკუთრებით პოპულარულები გახდნენ. ბოლო დროს ეს აპარატები კერძო კომპანიების და სახელმწიფო უწყებების ყურადღების ცენტრში მოექცა.

11774754_10204339163870835_1212263170_n

11791723_10204339163990838_700509273_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები