ნიუ-იორკში ირანთან მიღწეული შეთანხმების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

ნიუ-იორკის ცენტრალურ მოედანზე ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებენ. აქცია სახელწოდებით: „შეაჩერე ირანი“ თაიმს-სკვერზე გაიმართა.
აქციის მონაწილეთა აზრით, ვენაში მიღწეული შეთანხმებები ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღებას ვერ შეაჩერებს. გარდა ამისა, მათ ეჭვი აქვთ, რომ ვაშინგტონი ირანს ატომური ბომბის მიღების საშუალებას აძლევს, რის შედეგად მთელ მსოფლიოში ტერორს გაავრცელებს. მომიტინგეებმა აშშ-ს კონგრესს ამ შეთანხმების გაუქმება მოსთხოვეს.
მანამდე ამერიკელ კონგრესმენთა ნაწილმა განაცხადა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ირანთან „ბირთვული გარიგება“ არ დაუშვან.
გასულ კვირას ვენაში ე.წ ექვსეულსა და ირანს შორის მიღწეული იყო საბოლოო შეთანხმება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები