ამერიკულ საოკეანო ლაინერზე ხანძარი გაჩნდა (ვიდეო)
ამერიკულ საოკეანო ლაინერს Freedom of the Seas-ს, რომელიც კომპანია Royal Caribbean-ს ეკუთვნის, იამაიკის სანაპიროსთან ხანძარი გაუჩნდა.
გამოცემა Caribbean 360-ის ინფორმაციით, ხანძარი იმ დროს გაჩნდა, როდესაც გემი ფალმუტის პორტში შევიდა. ხანძრის კერა სამანქანო განყოფილებაში მდებარეობდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული ლაინერის მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად გემის ზედა ნაწილი დაიწვა, ხოლო ეკიპაჟის ერთმა წევრმა დამწვრობა მიიღო.