ნიგერიაში ტერაქტების სერიის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ტერაქტები ქალაქ გომბეს ავტობუსის ორ სადგურზე მოხდა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თავდასხმა რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ხარამის“ „ბოევიკებმა“ მოაწყეს. ერთი კვირის წინ მათ მიერ გომბეს ცენტრალურ ბაზარში განხორციელებულ აფეთქებას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
რადიკალური დაჯგუფება „ბოკო-ხარამი“ ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედებს. 2015 წლის მარტში ამ დაჯგუფებამ „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცა. ნიგერიის გარდა, „ბოკო-ხარამის“ „ბოევიკები“ თავს ესხმიან მეზობელი ჩადის, კამერუნის და ნიგერის მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები